პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გაცვალეს, თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“ეს ყველა ჩვენი სტუმარია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მათგანზე, მედვედჩუკზე. ჩვენ ის რუსეთის ფედერაციაში გავაგზავნეთ და მტკიცედ ვაგრძელებთ პროცესს”, – თქვა ერდოღანმა.
ერდოღანი ამბობს იმასაც, რომ გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის შუამავლობით, პუტინთან დიპლომატიური მიმოწერის დროს მიიღეს.