ვიქტორ ჯაფარიძემ სესიის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პარლამენტში, სესიის სხდომის  დაწყებისთანავე ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.

ამის შემდეგ დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.