ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა გააუქმა, რიგგარეშე არჩევნები იქნება – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას. მისი თქმით ცალმრივი ანულირება დოკუმენტის არ ნიშნავს იმას რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
“ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის”. – თქვა მან.
28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა.