ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში – ლინდსი გრემი პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ლინდსი გრემმა Fox-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთში ვინმემ მის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

” რუსეთში არის ბრუტუსი? არის რუსულ არმიაში შტაუფენბერგზე უფრო წარმატებული? ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში. ამით თქვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ. ერთადერთი ხალხი, ვისაც შეუძლია რომ ეს გამოასწოროს რუსი ხალხია. ადვილი სათქმელია, რთული შესასრულებელი. თუ არ გსურთ სიცოცხლის ბოლომდე იცხოვროთ სიბნელეში, სიღარიბეში იზოლირებულნი იყოთ მთელი მსოფლიოსგან, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. “- განაცხადა სენატორმა.