“ევროპარლამენტარების ნალაპარაკები კი მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ვიღაცამ უკარნახა ალბათ”- ასე აფასებს, ევროპარლამენტარების განცხადებას, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.
“ივანიშვილის მოსვლის შემდეგ სახელმწიფოში ადამიანებს არ აწამებენ და არ კლავენ. უცხოელი ევროპარლამენტარების ნალაპარაკები კი მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ვიღაცამ უკარნახა ალბათ” – ამბობს ვოლსკი
ცნობისთვის, ევროპარალმენტარების მთავარი გზავნილები საქართველოში დემოკრატიული ატმოსფეროს გაუმჯობესებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხებოდა.