“ვიღაცამ უკარნახა ალბათ” – გია ვოლსკი ევროპარლამენტარების გზავნილებზე

“ევროპარლამენტარების ნალაპარაკები კი მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ვიღაცამ უკარნახა ალბათ”- ასე აფასებს, ევროპარლამენტარების განცხადებას, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

“ივანიშვილის მოსვლის შემდეგ სახელმწიფოში ადამიანებს არ აწამებენ და არ კლავენ. უცხოელი ევროპარლამენტარების ნალაპარაკები კი მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ვიღაცამ უკარნახა ალბათ” – ამბობს ვოლსკი

ცნობისთვის,  ევროპარალმენტარების მთავარი გზავნილები საქართველოში დემოკრატიული ატმოსფეროს გაუმჯობესებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხებოდა.