ვიღაცები უფრო თანასწორნი არიან კანონის წინაშე, ვიღაცები – ნაკლებად – ეპისკოპოსი რუსუდანი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსიდან გოცირიძის აზრით, სახელმწიფო  საკუთარ მოქალაქეებს სელექციურად უდგება.

,,მამა-შვილი დააჯარიმეს მაღაზიის რიგში დგომისთვის. დისტანციის დაუცველობის გამო. ცოლ-ქმარი დააჯარიმეს გვერდით რატომ ზიხარ მანქანაშიო.

ეკლესიების ფოტოები, რაც ვრცელდება, ძალიან ლამაზია, ყვავილებით მოხატულ რიგში რომ დგანან, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ხომ ძალიან კარგად ვიცით? ყველა უბანში ეკლესიაა. აუარება ხალხია და არავინ იცავს დისტანციას. სამების წირვას ვუყურე და ამბიონთან არ იცავდნენ დისტანციას”. – ამბობს ეპისკოპოსი რუსუდანი.

მისი თქმით, ეს არის “ძალიან სელქციური მიდგომა, ვიღაცები უფრო თანაწორები არიან კანონის წინაშე და ვიღაცები ნაკლებ თანასწორნი”.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მრევლს ტაძარში სიარული ყოველთვის სურს, ამიტომ გადაწყვეტილებები წინამძღოლებმა უნდა მიიღონ.

,,ტაძარში მოსვლის ბედნიერება მართლა ძალიან დიდია და ცარიელ ტაძარში ღვთიმსახურების ჩატარება ძალიან რთულია, ურთულესია. ემოციურად ძალიან მძიმეა. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, არ მოსულიყვნენ, იმიტომ რო ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების ჯანმრთელად ყოფნა და უსაფრთხოება და მე მგონია, წინამძღოლი ვერასდროს წაუვა ამ პასუხისმგებლობას”,- აცხადებს ეპისკოპოსი რუსუდანი.