“ვიღაცებს სააკაშვილი არ მოწონთ, მაგრამ ყველას უნდა, სააკაშვილი გახდეს ამ ქვეყანაში და ამდენი სააკაშვილი არ გამოვა, სააკაშვილი არის ერთი და მას აქვს თავისი ფუნქცია. ჯერ ითამაშა სოლისტის როლი, ახლაც თამაშობს და დარწმუნებული ვარ, ისევ ითამაშებს. დანარჩენები დაწყვილდნენ, ვისაც მიშა და ბიძინა არ მოწონს, გაერთიანდნენ. რა იყო ის, კიევში რომ ცალკ-ცალკე ჩავიდა სულ ყველა? რა გადაულახავი სხვაობაა? არცერთ უკრაინულ საინფორმაციოს არ გაუვრცელებია და კაცი შვილს არ გაუგია ეს. პოზიცია და პოზა არ არის ერთი და იგივე, ამიტომ უნდა გაერთიანდნენ. კოალიციას როგორ გააკეთებენ მომავალ ხელისუფლებაში, კოალიციამდე ვერ მიდიან კოალიციურად, გადააბიჯონ საკუთარ თავს, ეგოს, პატივმოყვარეობას”
თქვა ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში.