”ასობით ადამიანი აწამეს, სცემეს, ჩაკეტილ მინივენში მხუთავი გაზი და წიწაკის სპრეი ასხეს, გაუპატიურებით დაემუქრენ, პირში აფურთხეს
და არავინ დასჯილა
ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები სცემეს ტიტუშკებმა, იქვე მდგომი პოლიციელების უმოქმედო თანდასწრებით
და არავინ დასჯილა, არც პოლიციელი, არც ტიტუშკა
ეს წუთია ვიღაც დედამო₾&ნულმა მოსამართლემ 11 უდანაშაულო, თავისუფლების მოყვარული ადამიანი ჩატოვა ციხეში
აქ და ახლა თუ საშიშ და შემზარავ, რუსული ტიპის უსამართლობას ვერ ხედავ – იდიოტი ხარ
თუ ხედავ და ეგუები, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს – ნაბო&ვარი ხარ
ეს ქვეყანა არ გარუსდება!
ესენი აუცილებლად გააჯ&ამენ!”
ასე ეხმაურება, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.