ვიღაც კი არ ჩამოდის, მივცეთ საშუალება მშვიდობიანად დაჯდეს თვითმფრინავი – ჩარკვიანი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

“ვიღაც კი არ ჩამოდის, მივცეთ საშუალება მშვიდობიანად დაჯდეს თვითმფრინავი”- პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს.

მინდა მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს და უპირველეს ყოვლისა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელთანაც შეხვედრა გვინდა. შეხვედრა კარგი იქნებოდა დელეგაციის სახით, მცირე ფორმის დელეგაცია იყოს. ვიცი, რომ ამ დროს ფართომასშტაბიანი დელეგაციები არ დგება. მინდა რამდენიმე ადამიანი ესწრებოდეს ამ საუბარს. ეს მხოლოდ ჭირისუფლური საუბარი იქნება, სახელმწიფოებრივი. ვფიქრობ, მათ სახელმწიფოებრივად აზროვნება მართებთ, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე. ვიღაც კი არ ჩამოდის, ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფოს შენებაში, თუ არ გჯერათ რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, აღმოჩნდა, რომ 9 წლის განმავლობაში ეს 800 ათასმა კაცმა დაიჯერა და იმ ყოფილ პრეზიდენტს ხელში უჭირავს პარტია.

ამას 5 წუთში ვერ გაანალიზებთ, ზუსტად ვიცი, გაანალიზეთ სწორად, ასეთ რეჟიმში ქვეყანა ცხოვრებას ვერ გააგრძელებს. დაჭერის შემთხვევაში გარანტიას გაძლევთ, ზუსტად ისე, როგორც არ მიკითხავს ოპოზიციისთვის, „მოძრაობა სააკაშვილის დასაბრუნებლად“, გააგრძელებს ბრძოლას უმწვავესად, მოსვენებას არ მოგცემთ კანონის და სამართლის ფარგლებში! ამიტომ, ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი. ეს თქვენც გჭირდებათ. იფიქრეთ სამომავლოდ, არ გაქვთ ქვეყანაში კარგი საქმეები გაკეთებული. მშვიდობიანად მივცეთ საშუალება დაჯდეს თვითმფრინავი“,- განაცხადა ჩარკვიანმა.