“ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით, ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხი არის დღეს გახარებული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ ჩვენ ასევე უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ”.
ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.