ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება – კალაძე

ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე შემუშავებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა მორგებული და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპორკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, – აღნიშნა კალაძემ.