”ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ 2 წლის შემდეგ. გავატარეთ რეფორმები და გავაკეტეთ ყველაფერი რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვთ საგზაო რუკა. 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. ის 6 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ.”
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა აქციის მონაწილეებს. პარლამენტთან აქცია შინ ევროპისკენ მიმდინარეობს.