ვიცი, როგორ გაუჭირდა ჩემს ხალხს, ძვირფასებო, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ – სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ვიდეოში საუბრობს გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამბობს, რომ იცის, როგორ გაუჭირდა ხალხს.

“მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ხდება სიღარიბის გადალახვა, არის ის რომ საქართველომ შეაჩერა [ეკონომიკური] ზრდა. ერთადერთი რაც გააძლიერებს და წინ წაიყვანს საქართველოს და თითოეულ ქართველს, ერთადერთი რაც ამოასუნთქებს ჩვენ ხალხს, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩემს დროს 4–ჯერ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, ბოლო 8 წელიწადში აბსოლუტურ მაჩვენებლებში ის შემცირდა”,– ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში 10 მილიარდი ინვესიტიციის შემოტანა შეუძლია.

თუ ვიქნებით ერთად, ჩვენთვის არაფერი იქნება შეუძლებელი

თუკი ერთად აღმოვფხვრით კორუფციას – თითოეული ქართველი გახდება მდიდარი. თუკი ერთად ავაგებთ ახალ ბიზნესებსა და საწარმოებს – თითოეული ქართველი გახდება მდიდარი. თუკი ერთად გავზრდით საქართველოში ტურისტთა ნაკადს – თითოეული ქართველი გახდება მდიდარი. თუკი ერთად ვიქნებით – ჩვენთვის აღარ იქნება არაფერი შეუძლებელი!–Якщо ми разом знищимо корупцію – кожен грузин стане багатим.Якщо ми разом побудуємо нові підприємства – кожен грузин стане багатим.Якщо ми разом зростаємо потік туристів в Грузію – кожен грузин стане багатим.Якщо ми разом – для нас немає нічого неможливого!—Если мы вместе уничтожим коррупцию – каждый грузин станет богатым.Если мы вместе построим новые предприятия – каждый грузин станет богатым.Если мы вместе растем поток туристов в Грузию – каждый грузин станет богатым.Если мы вместе – для нас нет ничего невозможного!

Posted by Mikheil Saakashvili on კვირა, 20 სექტემბერი, 2020