ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, დესტრუქციული არ იქნება – მეზურნიშვილი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე

“ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, დესტრუქციული არ იქნება “- ასე აფასებს, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც განაცხადა რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა.

“სასურველია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს. ვიცნობ ბატონ გახარიას და დარწმუნებული ვარ, ის დესტრუქციული ნამდვილად არ იქნება”, -თქვა მეზურნიშვილმა.