“მთლიანად ვეთანხმები ლელოს მიერ წარმოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.
რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. “გამარჯვების კოალიციამ” უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ.
ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დერუსიფიკაციასთან დაკავშირებით ლელოს კონცეფციას ეთანხმება და ამბობს, რომ დერუსიფიკაცია უნდა იყოს ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს.