ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ სანქცია პირველად იქნა ნახსენები ოფიციალურ დოკუმენტში რადგან ჯერ იწყებენ იდეით ხოლო შემდეგ მოქმედებენ. იუკნევიჩიენე ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემის სათავე ”ქვეყნის ოლიგარქიზაციაა, როდესაც დემოკრატია იმარჯვებს მაგრამ ზოგიერთი მდიდარი ადამიანი მძევლად იყვანს ქვეყანას და როგორც საკუთრებას ისე ეპყრობა”. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.
”ყველამ იცის, რომ კულისებს მიღმა ივანიშვილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი გადაწყვეტილებების გარეშე მმართველ პარტიაში არაფერი ხდება. ასე, რომ დიახ, სანქცია პირველად იქნა ნახსენები ოფიციალურ დოკუმენტში, მაგრამ როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, იქ წერია, რომ ჯერ იყო სიტყვა. ჩვენ ვიწყებთ იდეით და შემდეგ ვმოქმედებთ. ჩემი აზრით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ინსტიტუტები. შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ შეისწავლოს სიტუაცია საქართველოში და გაიგოს, რომ პრობლემის სათავე ისაა, რაც კომისიის რეკომენდაციებშიც წერია – ქვეყნის ოლიგარქიზაცია, როდესაც დემოკრატია იმარჯვებს მაგრამ ზოგიერთი მდიდარი ადამიანი მძევლად იყვანს ქვეყანას და როგორც საკუთრებას ისე ეპყრობა.”