ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას, ესენი არიან: კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა – წულუკიანი

კულუტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოსტატების რეესტრი შეიქმნება.

ამის შემდეგ, მისი თქმით, ძეგლებს რესტავრაციას ის ადამიანები ჩაუტარებენ, ვინც ამ საქმის პროფესიონალია.

“ჩვენ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან: კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა. მთელი ჩამონათვალია, მათ შორის, ჩემთვისაც ბევრი უცნაური სიტყვისა. მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო, იძახიან, მაგრამ არიან ქვის ოსტატები და სხვ., რომელთაგანაც რეესტრი უნდა შევქმნათ. შემდეგ უკვე, სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს და ყველა ძეგლს შეეხოს ის ადამიანი, ვინც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონეტება კი არ მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია”,- განაცხადა წულუკიანმა “იმედის” ეთერში.