“ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ” – ნათქვამია, ოპოზიციური პარტიების, ახალის, ნაციონალური მოძრაობის, დროას, გირჩი მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელო ძლიერი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილეე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწმავლის შესახებ.მადლობა ნდობისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.