“გუშინ ჩვენ ყრილობაზე ვიხილეთ შემოძარცული, ამორტიზებული და გაცვეთილი “ქართული ოცნება”. ასეთივე გაცვეთილი სახეებით. ერთი ადამიანიც კი ვერ გამოაჩინეს ახალი მხარდამჭერი. სად არიან ე.წ შემოქმედებითი თუ სამეცნიერო ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი 20 თუ 25 წლის განმავლობაში ყოველთვიურად აძლევდა ფულს. ყველას რცხვენია და მორალურად დამაზიანებლად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გვერდში დგომა. ვინ ვიხილეთ ჩვენ? – მოღალატე დეპუტატები და “იმედის” გაცვეთილი მოექსპერტო ელემენტები, იმედის მორიგი “დოდოშკები” – ეს იყო “ქართული ოცნების” გუშინდელი ყრილობის ვიზუალური სახე. შინაარსობრივად კვლავ მოღალატე პოზიციაზე დგას “ქართული ოცნება”. უკრაინას აბრალებს ომის დაწყებას. კვლავ გაისმა ანტიდასავლური ლოზუნგები და რუსეთისადმი ხარკის მოხდა ირიბად ჩინური თემების შემოგდებით. ვნახეთ დასავლეთის მტერი და რუსეთის მომხრე პარტიის ყრილობა. ქვეყნის ერთადერთი გადარჩენა არის ის, რომ არჩევნებში ეს ხელისუფლება ისტორიას ჩაბარდება და ამ პარტიას პოლიტიკური ისტორიის იმ სეგმენტში მიუჩენენ ადგილს, სადაც შესაბამისი წარწერა – “პოლიტიკური სანაგვე” იქნება”,

ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.