”გუშინდელ დებატებს [ევროპარლემენტში] რაც შეეხება, ვიხილეთ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან. ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქია, გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლებაა მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავს, რომ არის ჯგუფის პოლიტიკოსებისა, რომლებიც საკუთარ მეგობრობას სააკაშვილთან ამჯობინებენ ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს.”