“მინდა, გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო სხდომაზე. გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები “პატრიარქის შემოდგომა”. ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც თავის დროზე ჰქონდა და ბოროტად იყენებდა. გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები. გარდა ამისა, ის დღესაც არის საზოგადოებრივად საშიში. მას რომ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში ტრაილერის მაცივრით პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი. მაგრამ ბუნებრივია ეს ვერ მოხდებოდა, რადგან ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. წამება, არაადამიანური მოპრყობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომელიც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და ნაციონალურმა მოძრაობამ. ამის გამეორებას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არ იმსახურებს და არც გამეორდება”
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.