“ვკითხოთ ჩვენს მომხრეებს, პარტიის წევრებს რას ფიქრობენ ისინიც ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნასთან დაკავშირებით, რა სარგებელი მოაქვს ჩვენს პარლამენტში ყოფნას, იმის გარდა, რომ ვზივართ მანდ და რამე ერთი რეზოლუცია, ერთი გადაწყვეტილება, აი, რა სარგებელი მოაქვს, ერთი არგუმენტი დაასახელოს ვინმემ ჩვენს პარლამენტში ჯდომას, იმ პარლამენტში, რომლის შედეგებს დღემდე არავინ ეთანხმება. უკაცრავად და შევედით და ვზივართ იქ. მაშინ შესვლის დროს იყო ბევრი არგუმენტი თითქოს, რომ ბევრ რაღაცას გავიტანდით, ბევრ სარგებელს მოვუტანდით ბრძოლას და რა? აი, ერთი პლუსი დამისახელეთ ჩვენი იქ ყოფნის.”
განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ.