ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი აფეთქდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი “მაგნიტი” აფეთქდა. შემთხვევის შედეგად შენობა სრულად განადგურდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზმა გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი ემსხვერპლა.  დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ადამიანები ნანგრევებშიც იყვნენ მოყოლილები.

აფეთქებამ დააზიანა გვერდზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები.