შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუს პროპაგანდისტს, ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. პოზნერის პოზიციაა, რომ “აფხაზეთი აღარსდროს გახდება საქართველოს ნაწილი”.
„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- განმარტავს შსს IPN–თან საუბრისას.
რუსი პროპაგანდისტი თანმხლებ პირებთან ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, რესტორან “ვინოტელში” იმყოფება, რათა თავისი დაბადების დღე აღნიშნოს.
სასტუმროს გარეთ აქტივისტები აქციას მართავენ.