თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და პუტინის თურქეთში ვიზიტზე, იტყობინება ერდოღანის პრესსამსახური Twitter-ზე. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა, ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელსაც ის „მშვიდობის ხიდად“ ხედავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მარცვლეულის ფასები, რომელიც 23 პროცენტით დაეცა, სანამ მარცვლეულის გარიგება არსებობდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა. კრემლში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
მათ მხოლოდ განაცხადეს, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ გააგრძელონ კონტაქტები, მათ შორის შეხვედრისთვის მზადება. 17 ივლისს რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც უკრაინული საკვების უსაფრთხოდ გატანის საშუალებას იძლეოდა შავი ზღვის პორტებიდან და გააუქმა გემების უსაფრთხოების გარანტიები.
ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა უკრაინის პორტებისა და ლიფტების დაბომბვა დაიწყეს. Wall Street Journal დიპლომატებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა უარი თქვა მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მას შემდეგ, რაც ერდოღანმა რუსეთის ხელისუფლება “გააბრაზა” აზოვსტალის დამცველების უკრაინაში დაბრუნებით და შვედეთის ნატოში შესვლის მხარდაჭერით.