ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ – მედია

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინული მედია UNIAN-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, პუტინს პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს ხოლო ოპერაცია რუსეთის „ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში“ ჩაუტარდება. გამოცემა ინფორმაციას, მოსკოვის სამედიცინო წრეებიდან ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, ასევე ერთ-ერთი წყარო კრემლის ადმინისტრაციის განყოფილებიდანაა, რომელიც პირველი პირის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი.

ამჟამად სამედიცინო ცენტრის ერთი ბლოკი მთლიანად დახურულია და სხვა პაციენტებს არ იღებს.

რამდენიმე დღის წინ, Daily Mirror-მა და რამდენიმე  გავლენიანმა  მედიასაშუალებამ FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინს, “სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა” აქვს. ექიმებმა ვლადიმერ პუტინს სიცოცხლის მაქსიმუმ სამი წელი მისცეს. წყარომ ასევე თქვა, რომ პუტინი კარგავს მხედველობას.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ მას აწუხებს თავის ტკივილი და როდესაც ის გამოჩნდება ტელევიზორში, მას სჭირდება ქაღალდის ფურცლები, რომელზეც ყველაფერი დიდი ასოებით არის დაწერილი, რომ წაიკითხოს ის, რის თქმას აპირებს. ისინი იმდენად დიდია, რომ თითოეულ გვერდზე მხოლოდ რამდენიმე წინადადება ეტევა. მისი მხედველობა სერიოზულად უარესდება. და მისი კიდურებიც ახლა უკონტროლოდ კანკალებენ”,– განუცხადა დაზვერვის თანამშრომელმა Mirrors-ს.

დაახლოებით ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, რომელმაც გასულ კვირას თქვა, რომ პუტინს რამდენიმე სერიოზული დაავადება აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი კიბოა.