მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია.
მისივე თქმით, ძალადობა წახალისებული არ უნდა იყოს.
“შეძრწუნებული ვარ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო. ღამით, მოყინულ გზაზე, ოჯახთან ერთად გაჭირვებაში მყოფ კაცზე ჯგუფური თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება ძალიან მძიმე დანაშაულია. საჭიროა ასეთი შემთხვევების უმკაცრესი დაგმობა, რათა არცერთ შემთხვევაში არ იყოს ძალადობა მხარდაჭერილი და წახალისებული. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას, ვუსურვებ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში. ვლოცულობ, რომ უფალმა მას და მის ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა მიმადლოს”,- წერს მეუფე მელქისედეკი Facebook-ზე.