“დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა პროცედურა არის დაცული, მე თავად გახლით გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოაგილე, მათ შორის, მკურნალობის მიზნითაც ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს და პერსონალის წარმომადგენლებს, ვინც ამ დაწესებულებაში მუშაობს. ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ყოველთვის მოქმედებენ პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია, რომ სამედიცინო პერსონალმა შეიძლება მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, არის უბრალოდ სირცხვილი”

ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.