მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი კაპიტალი, რომელშიც 1 თავდამსხმელი შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა, განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, შსს–ს მითითებებით მოქმედებენ.
“გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემბისი”-ს უპირველესი ამოცანაა”,– წერია ორგანიზაციის განცხადებაში.