ვმსჯელობთ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს.

“არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე [საზოგადოებრივი ტრანპოსტის შეზღდვაზე] მსჯელობა. მე ჩემს რეკომენდაციებს ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე. მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს”. – თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, შეზღუდვები, რომელსაც დააწესებენ ბევრად მკაცრი და გაფართოებული იქნება, ვიდრე დღეს არის.

“დღეს გვაქვს, რომ 22 საათის შემდეგ 5 საათამდე შეზღუდულია გადაადგილება დიდ ქალაქებში, მსგავსი შეზღუდვები გაფართოვდება და ეს ყველაფერი უნდა იყოს საერთო შეთანხმების ფორმით. უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა-ცხოვრება, მათი შემოსავლები და უნდა ვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი. აქეთკენ მივდივართ და ალბათ, ეს გადაწყვეტილებები იქნება ბევრად გამკაცრებული, ვიდრე დღეს არის და ბევრად გაფართოებული. მან შედეგი უნდა მოიტანოს. შედეგი რა იქნება? დღეს რომ 3 ათასი გვაქვს, მისი ზრდა არ უნდა იყოს ამ სამი კვირის შემდეგ. ანუ არ უნდა გვქონდეს 5 და 6 ათასი”, — განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.