“ვმუშაობთ კიდევ ერთ იდეაზე, საინტერესო იდეაა ერთ-ერთი კონსულტანტის მიერ მოწოდებული, როგორ ვაქციოთ საქართველო აღმოსავლეთის ლუქსემბურგად. რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ შემოთავაზებებს და პაკეტებს გავაკეთებთ ძალიან მალე. ფინანსური ცენტრის შექმნა თბილისშიც, ქუთაისში გვინდა ტექნოლოგიური ზონის შექმნა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი მიმზიდველი პროდუქტის შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად”

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.