ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA/Mastercard-ის გავლენას შეამცირებს – სებ

”ოცნების” დეპუტატის, ვაკო თურნავას თქმით, “VISA-სა და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი”.

“ალბათ, მალე შესაძლებელი იქნება ბარათის ნაცვლად პირდაპირ მივაბათ ანგარიში, VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. კითხვა ზუსტად ასეთია, გამოიწვევს თუ არა ეს ღია ბანკინგის ჩართვა და ალბათ გამოიწვევს, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?”, – თქვა თურნავამ.

ამასთანავე ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ეკა გალდავამ თქვა, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.

“გარდა ღია ბანკინგისა, ვმუშაობთ სხვა – Switch national card processor-ის პროექტზე, რომელიც Visa-სა და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს ლარის გადარიცხვებზე. ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, ეს მარტივი პროექტი არ არის”, – თქვა გალდავამ.