აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეხმიანება რუსეთის განცხადებას, რომ კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს საგრძნობლად შეამცირებდა.
მისი თქმით, უნდა დაინახოს, შეასრულებს თუ არა რუსეთი შეთავაზებას.
“ვერაფერი ამოვიკითხე ამაში იქამდე სანამ არ დავინახავ, რა არის მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც სთავაზობენ”, – თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების შემდეგ დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ რადიკალურად შეამცირებს კიევთან და ჩერნიგოვთან საომარ მოქმედებებს.