ვნახეთ მედვედჩუკის მიმართვა, ამ დროისთვის რეაქცია არ გვაქვს – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ნახეს უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვა, თუმცა ამ დროისთვის რეაგირებას არ ახდენენ.

გუშინ უკრაინაში დაკავებულმა მედვედჩუკმა პუტინსა და ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის მცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ.

„ჩვენ ვნახეთ [მედვედჩუკის მიმართვა], არანაირი რეაქცია [კრემლს] ამ დროისთვის არ აქვს“, – აღნიშნა პესკოვმა.

პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს.