უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და და კიდევ 34 რუს მაღალჩინოსანს, მათ შორის, კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს, პრემიერ მიხეილ მიშუსტინს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პირადი სანქციები დაუწესა.
უკრაინის პირველი პირის გამოცემულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაწესდა და ის ძალაში უკვე შევიდა.
- აქტივებისა და ქონების დაბლოკვა
- უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გადინების პრევენცია
- უკრაინის საზღვრის გადაკვეთის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა
- ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციების აკრძალვა
- ვიზის გაცემაზე უარის თქმა
- უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა
- უკრაინული რადიოსიხშირეების გამოყენების აკრძალვა
- უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვა
- ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შეწყვეტა
- ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა
- მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა.