ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. დაწესდა ინდივიდუალური სანქციები  51 რუსის წინააღმდეგ მათ შორის არიან მეცნიერები და ქარხნების გენერალური დირექტორები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სანქციების სიაშია რუსეთის რკინიგზის სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები: მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა “მონოლითი” და თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა “ორშანი”.