ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ დიდი ოცეულის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ამის შესახებ ზელენსკი ტვიტერზე წერს.

მოლაპარაკებები გავმართე ინდონეზიის პრეზიდენტთან, ჯოკო ვიდოდოსთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, გაეროში მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. მადლობელი ვარ G20-ის სამიტზე მიწვევისთვის“,– აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, წელს G20-ის სამიტს სწორედ ინდონეზია უმასპინძლებს. დიდი ოცეულის წევრი ქვეყანა არის რუსეთიც. არსებული ინფორმაციით, სამიტზე დასწრებას ვლადიმერ პუტინიც გეგმავს. სამიტი 15 ნოემბერს დაიწყება.