“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.
“ვის გულისხმობს სვავში, შეგიძლიათ გია ვოლსკის ჰკითხოთ, მაგრამ ის უდავოდ არის პოლიტიკური ლეში, თუმცა ისეთი ლეში, რომელსაც არც ერთი სვავი არ მიეკარება.
ვოლსკის კომენტარი სრულიად ამოვარდნილია და ისევ იმავე ხაზს აგრძელებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ტრაგედიას, ნებისმიერ ადამიანურ უბედურებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ოპონენტებს მიაყენოს ჩრდილი. უბრალოდ, ვერ ხვდება, რომ არსებობს სახელმწიფოს წითელი ხაზები, როცა გადასცდება პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. სახელმწიფოს წითელ ხაზებს არ უნდა გადასცდეს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გადადგა ნაბიჯი. სწორედ „კარტოგრაფების საქმე“ და არა „გარეჯის საქმე“ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული წითელ ხაზს მიღმა ნაბიჯი.
ნუ აჰყვებით მათ პროპაგანდას, იმიტომ რომ გარეჯს საერთოდ არ ეხება ის თემა, მხოლოდ ღარიბაშვილის ავადმყოფურ თავში იხარშეხება და ტერმინებით გვახვევენ თავს. ამასთანავე, როდესაც მძევალია აყვანილი, რომელმაც შეიძლება ხვალ დღის შუქი ვეღარ ნახოს, არ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება და ამას რომ იკადრებ, ადამიანობის წითელ ხაზს გადადიხარ და ეს ხელისუფლება გადადის ადამიანობის წითელ ხაზს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.