ვორონეჟის ოლქში რუსულმა თვითმფრინავმა Ан-26–მა კატასტროფა განიცადა. რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით ის გეგმიურ ფრენას ასრულებდა და სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა. დაიღუპა ეკიპაჟი.
წინასწარი მონაცემებით ავარიის მიზეზი ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. პრეს–სამსახურის ცნობით ავიაკატასტროფის მიზეზების და გარემოებების გამოსაძიებლად ავარიის ადგილზე სპეციალური კომისია გაიგზავნა.