“ვრჩები უწმინდესის სულიერ შვილად, ვიყავი და ვარ წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი მინისტრი იყო, როდესაც იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და საფუძველი ჩაეყარა კონკორდატს.
”მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს. კომუნისტების დროიდან 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს მასწავლებელ მარა ჭავჭავაძესთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე. პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები… შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.”- წერს სააკაშვილი.