“ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ენკას” თანამშრომლებიპოლიციის მანქანებით გადაჰყავს ნამოხვანისკენ” – ამის შესახებ ”რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა სულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. სიტუაციის მიხედვით ვაგრძელებთ აქ ყოფნას”, -განაცხადა მაკა სულაძემ.