დღეს გორში ძლიერი ქარი და წვიმაა, რამაც სტალინის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსს სახურავი მოხადა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ ვარდება სახურავი ცენტრალურ გამზირზე.
ვიდეოს ფეისბუქ მომხმარებელი მამუკა ტერაშვილი ავრცელებს:
ადგილობრივების თქმით, ქარმა ამავე კორპუსს სახურავი 2 წლის წინაც გადახადა, შეკეთების შემდეგ კი დაპირდნენ, რომ სახურავს ექსპლუატაციის ვადა 30 წლის განმავლობაში ექნებოდა. ისინი აღნიშნავენ, რომ ბინებში რემონტი ახალი გაკეთებული აქვთ და ახლა კვლავ დაზარალებულები აღმოჩნდნენ.
ქალაქის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მათ ჰპირდება, რომ კომისია შეიქმნება და ზარალს აუნაზღაურებენ.