მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, ლევან ჯღარკავას, თქმით, 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს დევნილობის გამო სახელმწიფომ ზუგდიდში ბინა გადასცა. აფრიკის დასახლებაში მათი სახლი კი მიტაცებულ მიწაზეა აშენებული.
“არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახს აფრიკის დასახლებაში მიტაცებულ მიწაზე აქვს განთავსებული უკანონო ნაგებობა. ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესთადამცველების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები სარგებლობენ დევნილის სტატუსით, დევნილთა სამინისტრომ მოიკვლია დამატებითი ინფორმაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სულ ახლახანს სახელმწიფომ მათ საკუთრებაში გადასცა 3-ოთახიანი ბინა ქალაქ ზუგდიდში” – ამბობს ჯღარკავა.