ვსაუბრობთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დროზე და ფორმებზე – ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაზე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მხარეები კრიზისის დაძლევისკენ მიდიან.

მისი განმარტებით, შეთანხმება შეეხება რიგგარეშე არჩევნების დროსა და ფორმებს.

“მინდა გითხრათ, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ ჩვენ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ. ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ დანიელსონს. საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა მან ბოლო 2 დღის განმავლობაში. იმედი მაქვს, უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს.

ჩვენი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე, თუ როგორი ფორმით და რა დროს უნდა დაინიშნოს. მიმდინარეობს ფორმულაზე საუბარი, თუ რანაირი ფორმულით უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით. უფრო სერიოზულ, ღრმა დოკუმენტად გადაიქცა ის 6 პუნქტიანი ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ განხორციელდა”,– თქვა ხაზარაძემ.