ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა.
შეიქმნება ახალი პლატფორმა, არ ვაპირებთ შერწყმას არცერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენ გვექნება ჩვენებური ხედვა, განსხვავებული ხედვა და შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ.
ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნების დაანონსების შემდეგ, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს.