პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია უერთდება ნაციონალური მოძრაობის აქციას, რომელიც 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება.
მისი შეფასებით, ეს ზეპარტიული საკითხია.
“სამარცხვინოა, მთლიანად ქვეყნისთვის, რომ ჩვენ რეალურად არა გვაქვს სარწმუნო სურათი თუ როგორ გრძნობს ის თავს, არის სერიოზული შიშები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი და არანაირი ნდობა სახელმწიფოს მიმართ არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვუერთდები 14-ის აქციას იმიტომ რომ, ეს ცდება ერთი პარტიის საკითხს. უნდა გავაპროტესტოთ, რა თქმა უნდა”,– ამბობს ხოშტარია.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობის შემოტრიალება მხოლოდ ხალხით გამარჯვებით არის შესაძლებელი, ოპოზიციას კი ამის შანსი აქვს.