“ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი მათ უკუსვლა გადაწყვიტეს. ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ეს საკითხი. წლების და თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ
სურთ ევროპასთან დაახლოება, იმ დღეს კი როდესაც ვუთხარით, რომ მოდით დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან. თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია. “
ამის შესახებ, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრება “ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც.