ოზურგეთში ერთ-ერთი ვულკანიზაციაში ავტომობილის საბურავი გასკდა, რასაც თანამშრომელი ემსხვერპლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.