“ვულოცავთ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ენმ-ს გაცოცხლებას” – ამის შესახებ განაცხადა პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
” მთავარი ამოცანა ჩვენი პარტიისთვის არის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება და ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა! ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი
ვულოცავთ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლებას! ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს. ყოჩაღ!”- განაცხადა ბუჩუკურმა.